კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დღეს 08:27
63
უფლისციხე. ფოტო: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლისციხე. ფოტო: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ძეგლზე განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად ვიზიტორთა უსაფრთხოებას უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისგან მოწყვეტით წარმოჩენა.

ამ თემაზე საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ უფლისციხე რთულ ბუნებრივ გარემოში მდებარე უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის სათანადო დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.

აღნიშნული მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან კი დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევა.

სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა ძეგლის სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, მათი გამაგრება და ანკერირება.

არსებული ბუნებრივი გამოწვევების გათვალისწინებით, უფლისციხის მდგომარეობის მუდმივი შეფასება, ასევე შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტობრივ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ