სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა

დღეს 08:09
35
სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენ სვიმეონს (ცაკაშვილი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან და ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) მღვდელმთავრად კურთხევიდან 13 წელი შესრულდა.

2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, წმინდა სინოდის წევრთა თანამსახურებით, იღუმენ სვიმეონს ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

ამ თემაზე „სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“
სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

აღნიშნული თარიღი მნიშვნელოვანი დღეა როგორც ეპარქიისთვის, ისე მისი მრევლისთვის. ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრული მსახურება უკვე 13 წელია გრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გულითადად ულოცავს მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს, ეპისკოპოსად კურთხევის მე-13 წლისთავს!

შევთხოვთ უფალს, განაძლიეროს მეუფე სვიმეონი თავისი მადლითა და წყალობით, მიანიჭოს ჯანმრთელობა, მხნეობა და სულიერი სიმტკიცე, რათა კიდევ მრავალი წელი ღირსეულად აღასრულოს მღვდელმთავრული მსახურება ღვთის, წმინდა ეკლესიისა და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

დაე, უფლის სიყვარული და

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა მუდამ თან სდევდეს მის მღვდელმთავრულ გზას!

მრავალჟამიერ, მეუფეო!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ