საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა
თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და სამახსოვრო საჩუქრად ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევარი გადასცა.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და მას დღეგრძელობა უსურვა.
შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა.
პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა — ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პაპმა ლეო XIV-მ კვლავ მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ.
