გივი მიქანაძე ბოლნისში საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
განათლების მინისტრმა მოსწავლეების მიერ მოწყობილი ეთნოკუთხეები დაათვალიერა და სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ ზამურ ჭითანავასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გამართულ საშემოდგომო ტრადიციულ ფესტივალს დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სკოლის სასწავლო სივრცეები დაათვალიერა, გაეცნო სასწავლო გარემოს და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
ფესტივალის, სახელწოდებით „ჩვენი საქართველო აქ არის“, ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ეთნოკუთხეები მოაწყვეს და სტუმრებს ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ნიმუშები წარუდგინეს. ღონისძიების მიზანი საქართველოს კუთხეების კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა.
