N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული პროგრამა დასრულდა
„ფერმერთა სკოლის“ მიერ განხორციელებული კურსის მონაწილე ქალ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროფესიულმა კოლეჯმა „ფერმერთა სკოლამ“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ პროექტის – „პროფესიული განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“– ფარგლებში, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით განახორციელა დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების პროგრამა.
სასწავლო კურსის განმავლობაში ქალმა მსჯავრდებულებმა შეისწავლეს დეკორატიული მცენარეების მოვლისა და გამრავლების საფუძვლები, დაეუფლნენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და პრაქტიკული უნარების განვითარება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი პროგრამები ზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.
დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების კურსი განხორციელდა სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა“ და პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შუახევში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.