ნინო წილოსანის ინიციატივით პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა

29 ოქტომბერი 18:47
20
მიტროპოლიტი დანიელი და ნინო წილოსანი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი მიტროპოლიტი დანიელი და ნინო წილოსანი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილმა მონაწილეებს მიმართა და საქართველოს ისტორიულ მისიაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა.

ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღინიშნა
საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას სასულიერო პირები, ოფიციალური უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 1700 წლის წინ მიღებული ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ისტორიული მისია დაეკისრა, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ