ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ილია II-ის სახელობის სკვერი გაიხსნა
ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II -ის სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა.
ძეგლის გახსნის ცერემონიას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
