კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

დღეს 21:13
20
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ამ თემაზე სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

სრულად გადაიხურა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი და აღიმართა თითბრის ჯვარი. აღდგა ტაძრის დაზიანებული სხვა ნაწილებიც. გარკვეული მიმართულებებით მუშაობა კვლავ გრძელდება უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროს მთავარი ამოცანაა ამ უნიკალური ძეგლის სრული დაცვა და გაფრთხილება, რისთვისაც არაერთი მასშტაბური პროექტია დაგეგმილი.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ