დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება
გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.
25 ოქტომბერს მართლმადიდებელ ეკლესიაში, იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება.
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში.
463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების ლაშქარი.
988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი კორსუნში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალნათელღებულ მოციქულთასწორ მთავარ ვლადიმირს უბოძეს. როცა ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა ხატი მათ გადასცა საჩუქრად. 1571 წელს ივანე მრისხანემ დაარბია ქალაქი და სიწმიდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. ნაპოლეონის თავდასხმის შემდეგ იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი უკვალოდ გაქრა. სანაცვლოდ მიძინების ტაძარში მისი ზუსტი ასლი იქნა დასვენებული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეებს ტროფიმეს, საბატისა და დორიმედონტს მოიხსენიებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
23 ოქტომბერი 18:20
რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
23 ოქტომბერი 18:10
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
23 ოქტომბერი 16:46
