სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

დღეს 15:46
12
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ფოტო: კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ფოტო: კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საპატრიარქო საკათედრო ტაძარს ეწვია, სადაც ძეგლის მდგომარეობას გაეცნო და დაგეგმილი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება იტალიურ საინჟინრო და სარესტავრაციო კომპანიასთან — „სტუდიო ბერლუკისთან“ (Studio Berlucchi) გააფორმა. უკვე დაიწყო ტაძრის კვლევით-სადიაგნოსტიკო პროგრამის შემუშავება და მულტიდისციპლინური კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა.

სვეტიცხოველში განსახორციელებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით წარიმართება.

ამ თემაზე ცხოველმყოფელი სვეტი
საუფლო კვართი და სვეტიცხოველი: ქართული ქრისტიანული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის სულიერი საყრდენი.

მინისტრთან ერთად ტაძარში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაზა კვიციანი და მისი პირველი მოადგილე თეა ონიანი. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ხელმძღვანელი გოჩა არონიშიძე და პროცესში ჩართული მხარეების წარმომადგენლები.

„სტუდიო ბერლუკი“ კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, რესტავრაციისა და ისტორიული ნაგებობების საინჟინრო კვლევების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა. სამინისტროს ცნობით, კომპანიის საერთაშორისო პროექტები მოიცავს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკას, ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეს“, სიენის საკათედრო ტაძარს, აზერბაიჯანში შირვანშაჰებისა და შექის სასახლეებს, ასევე თურქეთში დივრიღის ისტორიულ კომპლექსს.

კომპანია საქართველოში გელათის სამონასტრო კომპლექსზეც მუშაობდა, სადაც კონსერვაციის პროგრამის სამეცნიერო ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებდა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული ცენტრია. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ