ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ
სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.
2026 წლის 16 და 19 ოქტომბერს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა. სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
სოფელ გორისის საჯარო სკოლაში შეხვედრას მღვდელი ჯუანშერ ფხალაძე უძღვებოდა. შეხვედრის თემა იყო „ადამიანის მისია“. ამავე საკითხზე საჩხერის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეკანოზი ზურაბ გველესიანი ესაუბრა, ხოლო ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლაში დეკანოზმა გიორგი გოგოლაშვილმა შეხვედრა თემაზე — „ხედვა და პერსპექტივა“ — ჩაატარა.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის 17 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს. კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირები ცდილობენ, შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს და მათი აქტიური ჩართულობით წარიმართოს.
შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში ზნეობრივი ღირებულებების გააზრებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიყვარულის, სიკეთის, თანაგრძნობის, ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების საქმიანობა ემსახურება ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ აღზრდას და მათთვის ამ ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელობის გაცნობიერებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საჩხერის სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხეს.
