ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს
საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.
წმინდა მოციქული თომა იყო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, რომელსაც ასევე „მარჩბივს“ (ტყუპისცალს) უწოდებენ. დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში (კესარია). ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ურწმუნო თომას“, რადგან მან თავდაპირველად არ იწამა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი, სანამ მის ჭრილობებს არ შეეხო, თუმცა მოგვიანებით სრული რწმენით აღიარა იგი ღმერთად და უფლად.
სულიწმიდის მოფენის შემდეგ, წილადის მიხედვით, მას ინდოეთი შეხვდა, სადაც სახარებას ქადაგებდა და მრავალი სასწაული აღასრულა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თომა მოციქულის ხსენებას 19 ოქტომბერს აღნიშნავს (ასევე აღინიშნება თომას კვირეული აღდგომიდან პირველ კვირას).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა სიონის ტაძარშია დაბრძანებული.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
გუშინ 10:28
