ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე აღინიშნა ბაგრატის ტაძარში
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა.
18 ოქტომბერს, ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
სადღესასწაულო მსახურება ქართული ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. წმინდანის სახელს უკავშირდება ტაო-კლარჯეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და ქართული სულიერი თუ საგანმანათლებლო კერების განმტკიცება.
ღირსი გრიგოლ ხანძთელი თანამოღვაწეებთან ერთად ზრუნავდა მონასტრების დაარსებაზე, სასულიერო პირთა აღზრდასა და ქრისტიანული ცხოვრების გაძლიერებაზე. მის მიერ დამკვიდრებულმა სამონასტრო ტრადიციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მწიგნობრობისა და კულტურის განვითარებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს ღირს გრიგოლ ხანძთელთან ერთად კლარჯეთის უდაბნოში მოღვაწე ღირს მამათა და დედათა ხსენებასაც აღნიშნავს.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირსი გრიგოლ ხანძთელი - „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“.
