ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა

დღეს 21:27
24
ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა

კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.

ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კაპელას შესრულებამ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართული მუსიკალური კულტურის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
ამ თემაზე 63 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან — უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსენება
1962 წლის 26 აგვისტოს არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხეს.
ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას.
წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქის გამოჩენა - იმედი და ნუგეში აგვისტოს ომში.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ