საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა

2824
10:00
7
 „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელები საპატრიარქოში. ფოტო: საზუ „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელები საპატრიარქოში. ფოტო: საზუ

კლუბს იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი უხელმძღვანელებენ.

3 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა.

კლუბის ხელმძღვანელები იქნებიან იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი.

ამ თემაზე ღირებულებითი განათლების ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე 10 ეპარქიის სასულიერო პირებმა ღირებულებითი განათლების მიმართულებით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.

კლუბის დაარსებისთანავე პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომელმაც ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა აქტიური მონაწილეობით, საინტერესო საუბრებითა და სხვადასხვა საკითხზე აზრების გაზიარებით წარიმართა.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბის შექმნა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მნიშვნელოვანი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტით გრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ