დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდუბის პანთეონში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს. მრევლს შესაძლებლობა ეძლევა, ხატს თაყვანი სცეს, ემთხვიოს და ილოცოს დედაღვთისმშობლის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ხატის მოლოცვის შესაძლებლობა მრევლს წელიწადში ერთხელ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ეძლევა.
შეგახსენებთ, დიდუბის პანთეონში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, გამაგრდა ტაზრის მტავარი სესასვლელი ტარი, გამოიცვალა სახურავი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22