დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა

2824
11:46
25
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ფოტო: იმედი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ფოტო: იმედი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია დაკრძალვის პერიოდში, მათ შორის, თიკა რუხაძესთან კომუნიკაციის შედეგად, თავიდანვე ჰქონდათ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დეკანოზის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილის დაუხარჯავად დარჩენის შესახებ საპატრიარქოს ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა.

„განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.

„ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“, – აღნიშნა დეკანოზმა.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბექა მინდიაშვილს პასუხობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ