დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ,,სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით''

9 სექტემბერი 22:11
894
დეკანოზი ანდრი ჯაღმაიძე. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი დეკანოზი ანდრი ჯაღმაიძე. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა.

ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: – უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ ერთსულოვნებისთვის და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.


შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.
ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მკაფიოდ ემიჯნება და გმობს ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია: „ეკლესიას უკრაინაში მებრძოლთათვის არ დაუწესებია შემზღუდავი ნორმა“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ