პატრიარქმა ნუგზარ უბერს 80 წლის იუბილე მიულოცა
„უკვე მრავალი წელია ამ სულისკვეთებით ემსახურება საყვარელ საქმეს ბატონი ნუგზარ უბერი – სახელოვანი ექიმი და მეცნიერი, უბერთა სამედიცინო გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სახელოვან ექიმსა და მეცნიერს, პედიატრ ნუგზარ უბერს 80 წლის იუბილე მიულოცა.
პატრიარქმა მილოცვაში აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობაა, ხოლო პედიატრია პროფესიულ ცოდნასთან და გულისხმიერებასთან ერთად ბავშვების განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს.
„უკვე მრავალი წელია ამ სულისკვეთებით ემსახურება საყვარელ საქმეს ბატონი ნუგზარ უბერი – სახელოვანი ექიმი და მეცნიერი, უბერთა სამედიცინო გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პედიატრთა არაერთი თაობის აღმზრდელი“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.
მილოცვაში ასევე ყურადღება გამახვილდა ნუგზარ უბერის ხანგრძლივ პროფესიულ მოღვაწეობაზე, რომლის განმავლობაშიც მან არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და საპატიო წოდება დაიმსახურა.
„ყველაზე ძვირფას აღიარებად მაინც იმ ადამიანთა მადლიერება და სიყვარული რჩება, რომელთა ჯანმრთელობაზეც იგი წლების განმავლობაში ერთგულად ზრუნავს“, – ნათქვამია მილოცვაში.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა ნუგზარ უბერის წვლილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მშენებლობაში.
„გულითადად ვულოცავთ მას 80 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას მრავალი კეთილი და ღვთივსათნო საქმის აღსასრულებლად.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ნუგზარი და მისი ოჯახი“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპი.