იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპი
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 8-18 სექტემბერს, 11, 12 და 13 სექტემბრის გარდა, 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპი იწყება.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. რეგისტრაცია არ განხორციელდება 11, 12 და 13 სექტემბერს.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მშობლებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტების ასლები:
* მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
* მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
* შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საპატრიარქოს შემდეგ ნომრებზე:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დაიწყო 73-ე საყოველთაო ნათლობა.