კაცხის სვეტობისადმი მიძღვნილი ფეხით მსვლელობა გაიმართება

8 სექტემბერი 16:04
297
კაცხის სვეტი. ფოტო: ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სახელობის ტაძარი კაცხის სვეტი. ფოტო: ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სახელობის ტაძარი

წმინდა სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს მრევლი ღირსი მამა გაბრიელის ტაძრიდან კაცხის სვეტამდე ფეხით მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას.

14 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს იზეიმებს.

წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება კაცხის სვეტიც, რის გამოც ეს დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია კაცხის სვეტისა და ჭიათურის მრევლისთვის.

ამასთან დაკავშირებით, უკვე მესამე წელია, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, გაიმართება ფეხით მსვლელობა ღირსი მამის, გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრიდან კაცხის სვეტამდე.

ფეხით მსვლელობა ორშაბათს, 14 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყება.

10:00 საათზე კაცხის სვეტთან საღვთო ლიტურგია აღევლინება. მრევლს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს ღვთისმსახურებას და ეზიაროს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეუერთდნენ მსვლელობას და ერთობლივი ლოცვითა და სულიერი განწყობით გამოხატონ პატივისცემა წმინდა სვიმეონ მესვეტის ხსენების დღისადმი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუის-ურბნისის ეპარქიის მომლოცველთა ჯგუფი საქართველოში მოლოცვით გზას აგრძელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ