წმინდა მამა პაისის ხატი 1 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება
ქართველი ხალხის სახელით დაწერილ ხატში წმინდა პაისი მთაწმინდელის პერანგის ნაწილიც იქნება ჩაბრძანებული.
1 სექტემბერს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული სიწმინდე დაბრძანდება — ქართველი ხალხის სახელით დაწერილი წმინდა მამა პაისი მთაწმინდელის ხატი.
ხატი დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით და სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, მაღალღირსი არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) შუამდგომლობით.
ხატში ასევე ჩაბრძანდება სტომიონის მონასტრიდან ჩამობრძანებული წმინდა პაისი მთაწმინდელის პერანგის ნაწილი, რაც სიწმინდეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
1 სექტემბერს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 15:00 საათზე პარაკლისი აღევლინება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, თაყვანი სცენ წმინდა მამა პაისის ხატსა და მის სიწმინდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, დღეს ღირსი პაისი მთაწმინდელის ხორციელი შობის დღეა.