ტელეკომპანია „იმედზე“ იწყება სერიალი „წმინდა პაისი — ფარასიდან ზეცაში“

2824
03 ნოემბერი 2025 14:06
41
კადრი ფილმიდან  „წმინდა პაისი — ფარასიდან ზეცაში“. ფოტო: ტელეკომპანია იმედი, ანონსის სკრინშოტი კადრი ფილმიდან „წმინდა პაისი — ფარასიდან ზეცაში“. ფოტო: ტელეკომპანია იმედი, ანონსის სკრინშოტი

სერიალი მაყურებელს 3 ნოემბრიდან, ყოველ დღე, 23:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეხვდება.

სატელევიზიო პროექტის საქართველოში წარმდგენია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული „წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა“.

ტელეკომპანია „იმედი“ მაყურებელს ახალ სატელევიზიო პროექტს, „წმინდა პაისი ფარასიდან ზეცაში,“ შესთავაზებს. სერიალი გადმოსცემს ღირსი პაისი ათონელის ცხოვრების ამბავს, რომელიც თავისი ღრმა სულიერებით, მორჩილებითა და სიყვარულით მრავალი ადამიანის ცხოვრების გზა შეცვალა.

პროექტის საქართველოში ოფიციალური წარმდგენი არის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული „წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა“, რომელიც აქტიურად არის ჩართული სულიერ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასა და გავრცელებაში.

სერიალის ჩვენება დაიწყება 3 ნოემბრიდან და ყოველდღიურად, 23:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ შეეხოს ღირსი პაისის წმინდა ცხოვრებისა და მოძღვრების მაგალითს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ