ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დეკანოზ ანდრია კემულარიას დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 აგვისტო 10:11
108
ქ-ნი ზაირა გვილავა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქ-ნი ზაირა გვილავა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

განსვენებული ზაირა გვილავა 27 აგვისტოს, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დეკანოზ ანდრია კემულარიას დედის, ქალბატონ ზაირა გვილავას გარდაცვალების გამო.

ეპარქია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დეკანოზ ანდრიას, განსვენებულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ქალბატონი ზაირას გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.

განსვენებულის დაკრძალვა 27 აგვისტოს გაიმართება. გამოსვენება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ