გარდაიცვალა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დედა
საქართველოს საპატრიარქო მეუფე იაკობს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის დედა, ქალბატონი ანა იაკობიშვილი.
პანაშვიდი შაბათს, 8 აგვისტოს, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, 21-ე კორპუსის მე-3 ბინაში გაიმართება.
კვირას, 9 აგვისტოს, 16:00 საათზე, გარდაცვლილს საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვა ორშაბათს, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ანა იაკობიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მეუფე იაკობს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა.