რენეში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება

24 აგვისტო 17:49
108
ღვთისმშობლის ხატი ღვთისმშობლის ხატი

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 28 აგვისტოს ქ. რენეში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია გაიმართება.

ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 28 აგვისტოს, პარასკევს, 10:00 საათზე, საფრანგეთის ქალაქ რენეში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

წირვას აღავლენს მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი.

საღმრთო მსახურება გაიმართება შემდეგ მისამართზე:

16, Rue Sergent Guihard, 35000 Rennes

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს შესაძლებლობა ექნება, ლოცვითა და ურთიერთსიყვარულით განაგრძოს დღესასწაულის აღნიშვნა. დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის კურთხევით, მსურველები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, მოკრძალებულ ტრაპეზზე შეიკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით მარხვა ხსნილია თევზით.

რენეს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო ყველა მსურველს ეპატიჟება, რათა ერთად, ლოცვითა და სიყვარულით შეხვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქალაქ რენეში ქართული ტაძარი 26 ივლისს მომლოცველებს უმასპინძლებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ