დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქ. რენეში საღვთო მსახურებები გაიმართა
22 და 23 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ რენეში დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა საღვთო მსახურებები აღავლინა.
22 აგვისტოს, საღამოს 18:00 საათზე, ტაძარში საღამოს მსახურება აღესრულა. მსახურების შემდეგ მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა მამა სპირიდონს, ჩაებარებინა აღსარება და სულიერად მომზადებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებული დღესასწაულისთვის.
23 აგვისტოს კი ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღესრულა, რომელსაც ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მსახურებები დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გაიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქალაქ რენეში ქართული ტაძარი 26 ივლისს მომლოცველებს უმასპინძლებს.
0
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საზღვარგარეთ
დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09