ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში დიაკონი გიორგი ჭყონია მღვდლად აკურთხეს

20 აგვისტო 18:22
96
მღვდელი გიორგი ჭყონია მღვდელი გიორგი ჭყონია

მღვდლად ხელდასხმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ფერისცვალების დღესასწაულზე აღასრულა.

ამა წლის 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულზე, ბახმაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკონ გიორგი ჭყონიას მღვდლად დაასხა ხელი.

მღვდელი გიორგი ჭყონია სასულიერო მსახურებას ოზურგეთში, ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გააგრძელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა სახწლით ვულოცავთ მამა გიორგის მღვდლად კურთხევას და ვუსურვებთ უფლის შეწევნას, სულიერ სიმტკიცესა და ნაყოფიერ მსახურებას წმინდა ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საუკუნეების შემდეგ სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა აღსრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ