სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში წიგნის მკითხველი დავით გვენეტაძე დიაკვნად აკურთხეს
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ დავით გვენეტაძეს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად ილია უწოდა.
19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულზე, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულა.
ღვთისმსახურების დროს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) წიგნის მკითხველ დავით გვენეტაძეს დიაკვნად დაასხა ხელი.
ხელდასხმისას დავით გვენეტაძეს სახელად ილია ეწოდა.
მღვდელმთავრის კურთხევით, ახლადხელდასხმულმა დიაკონმა ილიამ სადღესასწაულო მსახურებაში მონაწილეობა მიიღო.
ფერისცვალების დღესასწაულზე აღსრულებული ხელდასხმა მრევლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საზეიმო მოვლენა გახდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
გუშინ 10:28