ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი განცხადებას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მრევლსა და მოსახლეობას მოუწოდებენ შემოწირულობისთვის.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური Facebook გვერდი საზოგადოებას სასწრაფო დახმარების თხოვნით მიმართავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მრევლის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა და მედიკამენტები. ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მათ დამოუკიდებლად არ აქვთ შესაძლებლობა დაფარონ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.
ტაძრის ოფიციალური გვერდი ყველას მოუწოდებს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ ოჯახს. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე თითოეული შემოწირულობა მნიშვნელოვანია.
დახმარების მსურველთათვის მითითებულია საბანკო ანგარიშები:
საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000047816500
თიბისი ბანკი:
#GE62TB7527145064300020
პირადი ნომერი:1016008204
„ვისაც რა შესაძლებლობა გექნებათ, იქნებ დაეხმაროთ — ყველა თეთრი გადამწყვეტია“, — ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.