ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში ღამისთევის მსახურება აღესრულა
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მრევლის მონაწილეობით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში მაცხოვრის ფერისცვალების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება აღესრულა.
ღვთისმსახურება დეკანოზმა შალვა კეკელიამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას ტაძრის მრევლი ესწრებოდა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა შალვა კეკელიამ მრევლს ფერისცვალების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქადაგებით მიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22