პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ფერისცვალების სახელობის ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული საპატრიარქო ლიტურგიასთან ერთად იზეიმონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია.