სიმონეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღევლინება
20 ნოემბერს, 22:00 საათზე, სიმონეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ღამისთევის მსახურება გაიმართება.
მთავარანგელოზთა კრების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 20 ნოემბერს სიმონეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღევლინება.
ღვთისმსახურება 22:00 საათზე დაიწყება. საზეიმო მსახურებას მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან და მრევლთან ერთად ილოცებენ.
ტაძრის წარმომადგენლები მრევლს დღესასწაულის ერთობლივი ლოცვით შეხვედრისა და აღნიშვნისკენ მოუწოდებენ.
„უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ, რათა ერთად შევეგებოთ ამ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს, ვიზეიმოთ იგი და ერთობლივი ლოცვით შევთხოვოთ უფალს ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და სრულიად საქართველოს მფარველობა“, – ნათქვამია მიმართვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეპისკოპოსმა საბამ ფილადელფიაში ქართული სამრევლოების მოძღვრებსა და მრევლს უმასპინძლა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
სერბეთის პატრიარქი პორფირი მოსკოვში იმყოფება
დღეს 14:08
