პატრიარქი შიო III სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
უწმინდესი და უნეტარესი სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღასრულებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სამთავროს დედათა მონასტერში მიბრძანდა.
სამთავროს დედათა მონასტერში დღეს ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო განწყობით შეკრებილი მრევლი პატრიარქს მიეგება.
უწმინდესი და უნეტარესი შიო III მონასტერში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ღვთისმსახურებას სასულიერო პირები და მრევლი ესწრებიან.
ფერისცვალების დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებას და მისი ღვთაებრივი დიდების გამოცხადებას უკავშირდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.