რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში ქართული დელეგაცია ჩავიდა

დღეს 11:00
208
ქართული დელეგაცია რუსეთში. ფოტო: patriarchia.ru ქართული დელეგაცია რუსეთში. ფოტო: patriarchia.ru

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები და წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩავიდნენ. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას მიტროპოლიტი თეოდორე ხელმძღვანელობს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში საპატრიარქო დელეგაცია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას patriarchia.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2026 წლის 20 ნოემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილეს, 80 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები და ოფიციალური დელეგაციები მიიწვია.

საქართველოს საპატრიარქოს სახელით მოსკოვში შემდეგი შემადგენლობის დელეგაცია გაემგზავრა:

  • ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე;
  • საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე;
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია;
  • ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი;
  • პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.

რუსეთის პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებები ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ საქართველოს პატრიარქმა რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მიიღო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ