სამთავროს დედათა მონასტერში ფერისცვალების სადღესასწაულო წირვა დასრულდა
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აღავლინა.
სამთავროს დედათა მონასტერში მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აღსრულებული სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დასრულდა.
ღვთისმსახურება აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ.
სადღესასწაულო მსახურებას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მრავალი მორწმუნე დაესწრო.
ფერისცვალების დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია და იგი მაცხოვრის ღვთაებრივი დიდების გამოცხადებასა და ადამიანის სულიერი ფერისცვალებისკენ მოწოდებას აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22