მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს

2824
19 აგვისტო 08:15
40
თაბორის მთა. ისრაელი. ფოტო: sofija თაბორის მთა. ისრაელი. ფოტო: sofija

ეს დღე იესო ქრისტეს ღვთაებრივი დიდებით გამოცხადებას ეძღვნება თაბორის მთაზე.

უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულად არის მიჩნეული და უფალ იესო ქრისტეს თაბორის მთაზე ფერისცვალების მოვლენას ეძღვნება.

სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ მოწაფეები — პეტრე, იაკობი და იოანე — მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. „და იცვალა მათ წინაშე ფერი მისი და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე 17:2).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ