მიტროპოლიტი იობი თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერში მსახურებას აღავლენს
ფერისცვალების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ღამისთევის მსახურებას თაბორის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში აღასრულებს.
18 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) თაბორის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში ღამისთევის მსახურებას აღავლენს.
ღვთისმსახურება 19 აგვისტოს, 00:00 საათზე დაიწყება.
ფერისცვალება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებას — იესო ქრისტეს ღვთაებრივი დიდების გამოცხადებას — ეძღვნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ