თაბორის მთაზე კვეთებულის ლოცვები ჩატარდება

18 აგვისტო 17:58
114
იღუმენი არქიმანდრიტი ბართლომე იღუმენი არქიმანდრიტი ბართლომე

23 აგვისტოს, კვირას, თაბორის მთაზე კვეთებულის ლოცვები წირვის დასრულების შემდეგ აღევლინება.

თაბორის მთაზე, კვირას, 23 აგვისტოს, საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ კვეთებულის ლოცვები ჩატარდება.

ლოცვებს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ბართლომე, წაიკითხავს.

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ლოცვაში და სასულიერო პირთან ერთად ილოცონ.

თვითონ სიტყვა მიუთითებს, ,,კვეთებული'', როდესაც ადამიანს ეშმაკი ეკვეთება, იპყრობს და ანადგურებს. ასეთ დროს საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს, სხეული ბოროტის მორჩილებაშია და ერთადერთ ხსნად ეკლესიის ლოცვა და უფლის შეწევნა გვეგულება. სახარებაში საუკეთესო მაგალითი გვაქვს ამისა, როდესაც უფალმა ეშმაკეული კაცისგნ ,,ლეგეონი" განდევნა. ეშმაკეულის სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ნებისმიერი ცოდვის ჩამდენი ,,ეშმაკეულია'', თუმცა აღმატებული ხარისხია გასატანებულობა, როცა სისხლითა და ხორცით ბოროტის კუთვნილება ხდები. ქრისტემ სიტყვით განკურნა ბოროტი, ეკლესია კი კვეთებულის ლოოცვით თავად უფლის შეწევნას მოუხმობს. ამ ლოცვის არსი ადამაინის კურნებაში მდგომარეობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ