1 აგვისტო - ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა
სერაფიმე საროველი 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან (უფრო ვრცლად ღირსი სერაფიმე საროველის შესახებ იხილეთ 2 იანვრის საკითხავში).
მისი გარდაცვალებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, 19 ივლისს, დიდი პატივისცემითა და საზეიმოდ, მისი ნეშტი აღმოაჩინეს და მომზადებულ ლუსკუმაში მოათავსეს. წმინდა სერაფიმე საროველი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე ნიკოლოზ II-ის აქტიური მონაწილეობით და დაჟინებული თხოვნითაც კი, რომელიც პირადად სცემდა თაყვანს საროველ უხუცესს.
როგორც ჩანს, წმინდა სერაფიმეს განდიდება არასოდეს დაივიწყებოდა და მისი ნეშტი არასოდეს შებილწულიყო. მაშინ ბევრი რამ უცვლელი, ურღვევი, მარადიული ჩანდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, დღეს ღირსი პაისი მთაწმინდელის ხორციელი შობის დღეა.