აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდნენ
დავით ფაცაცია: „მჯერა მსოფლიო პატრიარქის სიტყვების, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდება“
ამა წლის 18 ივლისს სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ფაცაციამ მსოფლიო პატრიარქს მასპინძლობისა და ქართველი ახალგაზრდების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს. განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო, რომ მან სითბოთი და სიყვარულით მოეფერა ჩვენს ახალგაზრდებს, დევნილ ბავშვებს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა და მზრუნველობა, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო იჩენს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მიმართ, მათ შორის აჭარაში მცხოვრები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ.
მსოფლიო საპატრიარქოს მფარველობა და გვერდში დგომა ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. მჯერა იმ სიტყვების, რომლებიც მსოფლიო პატრიარქმა წარმოთქვა, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდება“, — განაცხადა დავით ფაცაციამ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა.