ვლაქერნობის სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მთავრობის წევრები ესწრებიან

15 ივლისი 10:37
621
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში. ფოტო: მჟკ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში. ფოტო: მჟკ

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღავლენს.

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის საზეიმო ლიტანიობა გაიმართა.

ღვთისმშობლის კვართი რელიგიური მსვლელობით, გალობით, ჯვარ-ხატებით მიაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.

ღვთისმშობლის კვართი დააბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში. აქ დილიდან იკრიბებიან მომლოცველები რათა თაყვანი სცენ ამ სიწმინდეს.

სადღესასწაულო ღვტისმსახურებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ