წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პატრიარქის მისაღებად ემზადებიან
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღეს, 7 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სენაკის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება, რომელსაც საქართველოს პატრიარქი დაესწრება.
სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის დასახვედრად აქტიური მზადება მიმდინარეობს.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. იგი უფალ იესო ქრისტეს წინამორბედად და ნათლისმცემლად იწოდება, რადგან სწორედ მან მონათლა მაცხოვარი მდინარე იორდანეში. მისი შობა იმ იშვიათ მოვლენათა შორისაა, რომელთაც ეკლესია განსაკუთრებული საზეიმო წესით აღნიშნავს.
სენაკში დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები პატრიარქის მისაღებად და სადღესასწაულო ღვთისმსახურებისთვის ემზადებიან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.