სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2824
03 ივლისი 10:46
17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საფრანგეთის ელჩი. ფოტო: საზუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საფრანგეთის ელჩი. ფოტო: საზუ

ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა.
ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის მთავრობას მილოცვისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობას, მის სუვერენიტეტს და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაგრძელებას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ