მღვდელ ლევან ჭანკვეტაძესთან დიალოგი გაიმართება, თემაზე „თავისუფლება და პასუხისმგებლობა“
25 ივნისს, 19:00 საათზე, „დავითიანნში“ გაიმართება შეხვედრა, რომელიც თავისუფლების, არჩევანისა და პირადი პასუხისმგებლობის საკითხებს მიეძღვნება.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის თავისუფალი ნება, არჩევანის მნიშვნელობა, პირადი პასუხისმგებლობა და ქრისტიანული ცხოვრების ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ კითხვებზე: რა არის ნამდვილი თავისუფლება? ნიშნავს თუ არა თავისუფლება ყველაფრის ნებას, თუ იგი პასუხისმგებლობასთან განუყოფლად არის დაკავშირებული?
ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრა საინტერესო შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, დაფიქრდნენ თავისუფლების არსსა და მის ქრისტიანულ გაგებაზე.
„დავითიანნი“ ყველა მსურველს იწვევს აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრებად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აბიტურიენტები დალოცა და მათთვის პარაკლისი აღავლინა