გორის მუნიციპალიტეტში ბავშვებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს

2824
17 ივნისი 12:42
16
ნიქოზის ხელოვნების სკოლა ნიქოზის ხელოვნების სკოლა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით საჩუქრები ნიქოზის, ქვეშისა და ბოშურის ბავშვებმა მიიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ნიქოზის ხელოვნების სკოლას ეწვია და ბავშვებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გადმოცემული სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

საჩუქრები განკუთვნილი იყო 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ინიციატივის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრებები მხოლოდ ნიქოზის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებს არ მიუღიათ — ისინი ასევე გადაეცათ ქვეშის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

პროექტის განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების მხარდაჭერაზე კეთდება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქტივობების მიზანია ბავშვებზე ზრუნვის, თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა, მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა და სიხარულის გაზიარება.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის საპატრიარქო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ღაზას სექტორისთვის 50 000 ევროს გასცემს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ