საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარს 27–28 ივნისს გააცილებენ

2824
16 ივნისი 17:09
39
არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი

მრავალწლიანი მსახურების დასრულებასთან დაკავშირებით, პარიზში გაიმართება ორი ღონისძიება 27 ივნისს მადლენის თეატრში კონცერტი, ხოლო 28 ივნისს სამრევლოს წევრების მონაწილეობით თბილი შეხვედრა და საზეიმო საღამო.

საფრანგეთში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძრის მოძღვარი, მამა ანტონი, ამ ზაფხულს მრავალწლიანი მსახურების დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით, ქართული სამრევლო და თანამემამულეები მის პატივსაცემად 27 და 28 ივნისს ორ განსაკუთრებულ ღონისძიებას გამართავენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, 27 ივნისს პარიზის მადლენის თეატრში გაიმართება გასაცილებელი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მოქმედ ქართულ სამრევლოებთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. 28 ივნისს კი დაგეგმილია სამრევლოს წევრებისა და სტუმრების მონაწილეობით საზეიმო და თბილი შეხვედრა რესტორანში.

სამრევლოს წევრები აღნიშნავენ, რომ მამა ანტონის მსახურების წლები მათთვის სულიერი აღმავლობის, ერთობისა და თანადგომის დრო იყო. მათი თქმით, მოძღვარი მრავალი ადამიანისათვის არა მხოლოდ სასულიერო პირი, არამედ გამამხნევებელი, შემრიგებელი და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში თანამდგომი მეგობარიც გახლდათ.

ღონისძიებების მიზანია, ქართულმა დიასპორამ სიყვარულითა და მადლიერებით აღნიშნოს მოძღვრის მრავალწლიანი ღვაწლი და მას ღირსეული გაცილება მოუწყოს.

დასწრების სურვილისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ნომერზე: 📞 061 934 3296.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ანჟეში ქართველი ემიგრანტებისთვის საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ