ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში ახალი მოძღვარი წარდგება
13 ივნისს საღმრთო ლიტურგიას იღუმენი ეფრემ (ჯოლოხავა) აღავლენს, რის შემდეგაც მრევლთან შეხვედრა გაიმართება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, შაბათს, 13 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
ლიტურგიას დილის 10:00 საათზე დაიწყებს და აღავლენს იღუმენი ეფრემ (ჯოლოხავა). ამავე დღეს მოხდება სამრევლოს ახალი მოძღვრის ოფიციალური წარდგენა.
საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მრევლთან, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება სამრევლოს სამომავლო გეგმები, განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს. ღონისძიება მიზნად ისახავს მრევლის ჩართულობის გაძლიერებას და სამრევლო ცხოვრების შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში სიწმინდეები მიაბრძანეს.