შიო III-მ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღო

2824
05 ივნისი 17:30
33
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. ფოტო: ეპარქიის გვერდი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილეს.

5 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიიღო.

შეხვედრა საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ პირველად გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში და აჭარის რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ამავე დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საფლავზე სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრა ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს.

შიო III-მ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღო - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ