შეეწიოს სრულიად საქართველოს წმინდა დავით გარეჯელი, - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

2824
28 მაისი 15:19
31
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ფოტო: მჟკ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ფოტო: მჟკ

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღე (ანუ მამადავითობა) არის მოძრავი დღესასწაული და აღინიშნება ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს.

მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირს დავით გარეჯელის ხსენებას აღნიშნავს. გადმოცემის მიხედვით, დავით გარეჯელმა გარეჯის მრავალმთის სანახებში დააარსა მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარიც თავად იყო. წმინდანი დავითის ლავრის მთავარ ტაძარშია დაკრძალული.

განსაკუთრებული ლიტურგია ტარდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დაკრძალულია თავად წმინდანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისი აღავლინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ქართული ფილიალი გაესაუბრა არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილს.

,,დღეს დავითგარეჯობაა. დავით გარეჯელი განსაკუთრებით საყვარელი და ძვირფასი წმინდანია თითოეული ქართველისთვის. დავით გარეჯელის მადლის ქვა საუკუნეების განმავლობაში საქართველოშია დაბრძანებული, რომელიც იერუსალიმიდან ჩამოაბრძანა.

ამ ქვის ისტორიაც ყველამ იცის. მადლის ქვა ძალიან დიდი მადლის მატარებელია. ყოველ წელს დღესასწაულზე მრევლს საშუალება ეძლევა ემთხვიოს ამ დიდ სიწმინდეს.

შეეწიოს სრულიად საქართველოს წმინდა დავით გარეჯელის მადლი. ვულოცავ სრულიად საქართველოს გარეჯის მონასტრიდან.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის მფარველად ითვლება დავით გარეჯელი, - დეკანოზი ლევან ტუძილაძე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ